ოზონის შრე და პროფესიული განათლება

UNDP Georgia ozone
პრაქტიკული ტრეინინგი კოლეჯში "სპექტრი". მაისი 2009. ფოტო: ზვიად ნიკოლაიშვილი/UNDP

პროფესიული სწავლება სამაცივრო დარგის სპეციალისტებისთვის საქართველოს რამდენიმე კოლეჯში ტარდება. ეს შედარებით ახალი პროფესია იზიდავს სულ უფრო მეტ სტუდენტს, რომლებიც შეძენილ უნარებსა და ცოდნას წარმოების სხვადასხვა სფეროში იყენებენ.

აქცენტები

  • 1996 წელს საქართველო მოიხმარდა 22.5 ტონა ქლორ-ფტორ-ნახშირბადებს. 2008 წელს ეს ნიშნული ნულს გაუტოლდა
  • საქართველოში შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი
  • ყოველწლიურად 45 სტუდენტი იღებს პროფესიულ განათლებას სამაცივრო და კონდიცირების ტექნოლოგიების დარგში
  • სამაცივრო და კონდიცირების 20 ცენტრი აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარითა და დანადგარებით
  • შეიქმა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა საბაჟოსათვის და 200-მა მებაჟემ გაიარა თეორიული და პრაქტიკული სწავლება მაცივარაგენტების იდენტიფიცირების საკითხებში

სასწავლო მოდულების შემუშავება, ტრენერთა მომზადება და კოლეჯების აღჭურვა პრაქტიკული სწავლებისათვის საჭირო დანადგარებით გაეროს გამვითრების პროგრამების ხელშეწყობით განხორციელდა.

ეს მხარდაჭერა იმ უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ოზონდამშლელი ნივთიერების მოხმარების შემცირებას.

სამაცივრო და კონდიცირების სისტემები ყველაზე ხშირად იყენებს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ოზონის სტრატოსფერულ შრეს. ამ დარგში მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაცია, დანადგარები, რომლებსაც ისინი იყენებენ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მავნე ნივთიერებების გამოყენების შემცირებაში.

1996 წელს საქართველო ვენის კონვენციასა და მონრეალის ოქმს შეუერთდა. ამით ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების შესახებ. 2007 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ოზონის შრის დაცვის სფეროში. მონრეალის მრავალმხრივი ფონდის მიერ ამ საქმიანობაზე გამოყოფილმა დაფინანსებამ 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

UNDP-ის ხელშეწყობით საქართველომ, რომელიც წელიწადში 22.5 ტონამდე ქლორ-ფტორ-ნახშირბადებს მოიხმარდა, 2008 წლისათვის სრულიად ამოიღო ეს ნივთიერება მოხმარებიდან.

UNDP-სა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი საქმიანობის შედეგად:

შეიქმნა და აღიჭურვა მაცივარაგენტების რეციკლირების ორი ცენტრი.
უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამაცივრო დანადგარების მომსახურების 20 კომპანია.

3 პროფესიულ სასწავლებელში მაცივარ-ტექნიკოსის სასწავლო პროგრამა დაინერგა, რის შედეგადაც ყოველწლიურად 45 სტუდენტი იღებს შესაბამის პროფესიულ განათლებას.

800-მა ტექნიკოსმა გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.  
შეიქმა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა საბაჟოსათვის და 200-მა მებაჟემ გაიარა თეორიული და პრაქტიკული სწავლება მაცივარაგენტების იდენტიფიცირების საკითხებში.

ჩვიდმეტმა კომპანიამ და ორგანიზაციამ ოზონდამშლელ ნივთიერებაზე მომუშავე დანადგარები უსაფრთხო მაცივარაგენტებზე გადაიყვანა.

2009 წელს შემუშავდა ათწლიანი გეგმა დანარჩენი ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების შესახებ, რომელიც 2011-2020 წლებში განხორციელდება.