ვრცლად

Georgia tolerance
პანკისის ხეობის მაცხოვრებელი. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში. ჩვენი პროგრამები შემდეგი მიზნების მიღწევას ემსახურება:

  • ეფექტური საჯარო სექტორი;
  • ძლიერი პარლამენტი;
  • ხელმისაწვდომი მართლსაჯულებაზე;
  • თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
  • დეცენტრალიზაცია და ქმედითი ადგილობრივი თვითმმართველობა;
  • რეგიონული და ადგილობრივი განვითარება;
  • პროფესიული და დამოუკიდებელი მედია;
  • ღია და ამავროულად, დაცული საზღვრები;
  • გენდერული თანასწორობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და მოწყვლადი თემების უფლებების პატივისცემა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

UNDP Georgia elections
პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი დამკვირვებლები ხელს აწერენ საარჩვენო ქცევის კოდექსს. მაისი 2010. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR) 2012 საპარლამენტო არჩევნები წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მათი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიულად გაუძღვა ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროცესს . ხოლო Freedom House-ის 2013 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ დაიმკვიდრა არჩევითი დემოკრატიის სტატუსი.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობას წარმოადგენდა პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაცია, ახალი საარჩევნო კოდექსი, მედიისა და ადგილობრივი დამკვირვებლების გაზრდილი პროფესიონალიზმი, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ინფორმირებული ამომრჩეველი.

გაეროს განვითარების პროგრამის 10-წლიანმა საქმიანობამ საარჩევნო სისტემების დახვეწის საკითხებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.

სასამართლო სისტემის რეფორმა

UNDP Georgia justice
იურიდიული კონსულტაცია იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროში. მაისი 2010. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან, სასამართლოებთან,  სახალხო დამცველთან და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან.

ჩვენმა ხელშეწყობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასამართლოს გამჭვირვალეობის გაზრდაში, მოსამართლეებისა და ადვოკატების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის განვითარებაში და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების სამსახურის ჩამოყალიბებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია
ნათია ნაცვლიშვილი

დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი

natia.natsvlishvili@undp.org

გიგი ბრეგაძე

პროგრამის ანალიტიკოსი

gigi.bregadze@undp.org