კრიზისების პრევენცია და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაცია

კონფლიქტის რეგიონებში გაეროს განვითარების პროგრამება უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობს. ჩვენი ყურადღების უმთავრესი საგანი ადამიანები და მათი სოციალური და ეკონომიკური საჭიროებებია. ჩვენ ხელს ვუწყობთ ნდობის აღდგენას და ვეხმარებით კრიზისის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

ჩვენი მიზნები

გაეროს განვითარების პროგრამა კონფლიქტებისგან დაზარალებული ყველა თემის საიმედო პარტნიორია. ამას ჩვენი საერთაშორისო რეპუტაცია და მიუკერძოებულობა განაპირობებს. ჩვენი საქმიანობა მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას და კონფლიქტის შემდგომ რეაბილიტაციას, ასევე კონფლიქტების გარდაქმნისა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობას.მეტი

image
აფხაზი, ქართველი და ოსი ახალგაზრდები ურეკის საზაფხულო ბანაკში

ჩვენ მხარს ვუჭერთ შემდეგ ერთობლივ ინიციატივებს: საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკებს, მშვიდობის ჟურნალისტიკის კურსს, ადმინისტრაციულ საზღვრებთან ინფრასტრუქტურის აღდგენას. ივლისი 2011. ფოტო: მანანა კვენეტაძე/მაჭავარიანი/UNDP

წარმატების ისტორიები

  • ოჩამჩირის კომპიუტერული ცენტრი. ივლისი 2013. ზორან სტევანოვიჩი/UNDP

    თამაში მშვიდობისთვის

    რა საერთო აქვთ ქსელურ თამაშებს სამშვიდობო ინიციატივებთან? პასუხი მარტივია: ადამიანთა ურთიერთობა და თანამშრომლობა, რომელიც ორივე შემთხვევაში აუცილებელია წარმატებისთვის.   სწორედ ასე ფიქრობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისმეტი

  • ყველა წარმატების ისტორია
  • აფხაზი, ოსი და ქართველი მოზარდები ერთად მიემგზავრებიან საზაფხულო ბანაკში. ფოტო: UNDP

    ნდობა და წარმატება

    ახალგაზრდული ბანაკები, პროფესიული ტრენინგი, კვლევითი საქმიანობა, სამედიცინო მომსახურება და ბიზნეს პროექტები - ეს იმ ინიციატივების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2010 წლიდან მოყოლებული ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეულიმეტი

პროექტები

UNDP Georgia crisis

ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)

კონფლიქტით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა. მეტი

ყველა პროექტი