ვრცლად

Alt text for image
იძულებით გადაადგილებული ქალბატონი მეტეხის დასახლებაში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა კონფლიქტების მოგვარების საქმეში საერთაშორისო ჩართულობის საკითხებში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე დონორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს კოორდინირებაში და სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადებაში.

ჩვენი საქმიანობა ასევე მოიცავს იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისა და მისი მასპინძელი თემების ხელშეწყობას. ჩვენი პროექტების მიზანია კონფლიქტის შედეგად დაზიანებული სოციალური ინფრასტრუქტურის აღდგენა, პროფესიული განათლების განვითარება, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების გაზრდა.  

ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)

UNDP Georgia crisis
აფხაზი და ქართველი ექსპერტები ერთობლოვად ებრძვიან საშიშ მავნებელს, რომელიც თხილის ნარგავებს ანადგურებს. ივლისი 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ისეთ ინიციატივებს, რომელიც ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიას (people-to-people), კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს (conflict-affected communities) შორის ნდობის აღდგენას, ჯანდაცვისა და განათლების განვითარებას და მედიის პროფესიონალიზმის ზრდას.

2011 წლიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების სიაშია საზაფხულო ბანაკები მოზარდებისთვის, სამშვიდობო ჟურნალისტიკის კურსი, ინფრასტრუქტურის განახლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკადემიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და მრავალი სხვა.

საკონტაქტო ინფორმაცია
ნილს ქრისტენსენი

კრიზისების პრევენციის და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაციის ჯგუფის ხელმძღვანელი

nils.christensen@undp.org

სტენ ვეიტსმენი

მშვიდობისა და განვითარების პროგრამის ანალიტიკოსი

stan.veitsman@undp.org