ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობები

მიმოხილვა

UNDP Georgia vulnerable
თბილისის სოციალურ საცხოვრებელში 30 ოჯახი ცხოვრობს. გაცილებით მეტი დახმარების მოლოდინშია. მაისი 2009. ფოტო: მარიამ ჯანაშია/UNDP

უკანასკნელ წლებში განვითარებულმა პროცესებმა - უძრავი ქონების შესყიდვასა და გაქირავებაზე ფასების სწრაფი ზრდა; საცხოვრებელი პირობების შესახებ კანონმდებლობის არარსებობა და ამ სექტორისადმი სახელმწიფოს არასაკმარისი ყურადღება - მოწყვლადი ჯგუფები ახალი პრობლემის წინაშე დააყენა: საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, დღის წესრიგში დადგა ადეკვატური საცხოვრებელი ფართების არსებობის საკითხი.

იძულებით გადაადგილებულთათვის აშენებული კოლექტიური საცხოვრებელი კომპლექსების გარდა, ამ მხრივ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.

2008 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ ააშენა საცხოვრებელი კომპლექსი 28  ოჯახისათვის. 2009 წელს, მსგავსი პროექტები განხორციელდა გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ამ სახლებში 300 ადამიანი (136 ოჯახი) ცხოვრობს.

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ინიციატივის ფარგლებში, დამატებით ძალისხმევას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობების შექმნას თბილისის, რუსთავის, ბოლნისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ვემხრობით სოციალური საცხოვრებლების იდეას და მუნიციპალიტეტებს მხარდაჭერას ვთავაზობთ პროფესიული კონსულტაციასა და ტრენინგში. ჩვენ, ასევე, ვეხმარებით სოციალურ მუშაკებს სოციალური სახლების ბინადრების შერჩევასა და დაბინავებაში. რუსთავში, გაეროს განვითარების პროგრამამ მუნიციპალიტეტს პირდაპირი დახმარება გაუწია სოციალური პროგრამების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში.

ვინ აფინანსებს



SDC US$ 120,000

დახარჯული თანხა

2013 US$ 74,432.77
2012 US$ 44,569.93
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
თებერვალი 2012
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2013
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები:
მერიები და მუნიციპალიტეტები თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ათასწლეულის განვითარების მიზანი
უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
პროექტის დოკუმენტი
  • მოწყვლადი პირების სოციალური მომსახურება English
საკონტაქტო ინფორმაცია

ვიქტორია ვასილიევა

პროექტის მენეჯერი

victoria.vasileva@undp.org

მობ: + 995 591 701078

ერისთავის ქუჩა 9

თბილისი, საქართველო

 

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიორგი ნანობაშვილი

ეკონომიკური განვითარების გუნდის ხელმძღვანელი

george.nanobashvili@undp.org