დასაქმებისა და შემოსავლის ზრდისათვის აუცილებელი უნარებ-ჩვევები

მიმოხილვა

UNDP Georgia education
გადამზადების კურსი მედურგლეობაში. ზუგდიდი, საქართველო. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამის გრძელვადიანი დახმარების ერთ-ერთი შემადგენელი ინიციატივა მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხელშეწყობას საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიული გადამზადების ხარისხის გაუმჯობესებას და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების შექმნას.

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს პროფესიულ ცენტრებთან კახეთში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში. ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს პროფესიული გადამზადების ხარისხის გაუმჯობესებას, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების და სასწავლო გამოცდილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ჩვენ ვეხმარებით პროფესიულ კოლეჯებს, რომ ისინი გახდნენ ეკონომიკური აქტივობების ადგილობრივი ცენტრები. ასევე, ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ ბიზნესსა და აკადემიურ წრეებთან, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებთან და პროფესიულ კოლეჯებთან.

 

მოსალოდნელი შედეგები



  • პროფესიული განათლების ძლიერი ურთიერთკავშირი ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
  • მოსახლეობის ინფორმირებულობა პროფესიულ გადამზადებისა და კოლეჯების სხვა მომსახურებების შესახებ;
  • პროფესიული გადამზადების კოლეჯების მდგრადობის ხელშეწყობა

ვინ აფინანსებს

UNDP US$ 430,000

დახარჯული თანხა

2013
US$  18,173,42
2012 US$ 351,732.9
2011 US$  80,000
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
იანვარი 2012
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2014
გეოგრაფიული არეალი:
იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი
პარტნიორები:
პროფესიული გადამზადების ცენტრები ქუთაისში, კაჭრეთსა და ახალციხეში
პროექტის დოკუმენტი
  • დასაქმებისა და შემოსავლის გაზრდისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები English
ათასწლეულის განვითარების მიზანი
უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
საკონტაქტო ინფორმაცია

რევაზ საყვარელიძე

პროექტის მენეჯერი

revaz.sakvarelidze@undp.org.ge

შროშას ქუჩა 8/18

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიორგი ნანობაშვილი

ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი

george.nanobashvili@undp.org