სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის მხარდაჭერა

მიმოხილვა

UNDP Georgia farmer
სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) ერთობლივად ხელს უწყობენ დევნილ მოსახლეობასა და მათ მასპინძელ თემებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

პროგრამა მიზნად ისახავს:

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის ეროვნული სისტემის გაძლიერებას;
  • პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარებიდან  განვითარების სტრატეგიაზე გადასვლას;
  • ადგილობრივი განვითარების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევას.

რას ვაკეთებთ

UNDP მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარებას სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის რეგიონში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას სენაკის, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტში. პროგრამა დახმარებას უწევს ორასამდე ოჯახს.

მოსალოდნელი შედეგები



  • საკონსულტაციო- საინფორმაციო (ექსტენცია) მომსახურების განვითარება;
  • ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების შემოღება;
  • მცირე ფერმერთა ხელშეწყობა მათი პროდუქციის დივერსიფიკაციისა და ბაზარზე გატანის საქმეში.

ვინ აფინანსებს

UNHCR US$ 270,000
UNDP US$ 20,000

დახარჯული თანხა

2013  
UNHCR US$ 198,752,35
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
იანვარი 2013
დასრულების თარიღი:
იანვარი 2015
გეოგრაფიული არეალი:
სამეგრელო-ზემო სვანეთი
პარტნიორები:
ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
ათასწლეულის განვითარების მიზანი
უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
პროექტის დოკუმენტი
  • ერთობლივი პროგრამის დოკუმენტი English
საკონტაქტო ინფორმაცია

რევაზ საყვარელიძე

პროექტის მენეჯერი

revaz.sakvarelidze@undp.org

შროშას ქუჩა 8/18

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიორგი ნანობაშვილი

ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი

george.nanobashvili@undp.org