პროფესიული განათლება და ექსტენცია

მიმოხილვა

UNDP Georgia farmers
კონსულტაცია კახეთში. ოქტომბერი.2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

სოფლის მეურნეობას უდიდესი, თუმცა, ამავდროულად, აუთვისებელი პოტენციალი აქვს საქართველოში. იმის გათვალისწინებით, რომ სოფლად მოსახლეობის 50 პროცენტი ცხოვრობს, ეს სფერო ეროვნული ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა; ის ქვეყნის მოსახლეობის ნახევრისთვის შემოსავლის წყაროა. სოფლის მეურნეობა საჭიროებს განვითარებას, რადგან  მისი წილი ეროვნულ შიდა პროდუქტში არ აღემატება 7 პროცენტს.

განათლებასა და ინფორმაციაზე არასაკმარისი წვდომა ამ სფეროს განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

გაეროს განვითარების პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, ხელს უწყობს საქართველოს განავითაროს პროფესიული განათლების თანამედროვე სისტემა და საკონსულტაციო ცენტრები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რას ვაკეთებთ

ჩვენს ხელს ვუწყობთ სოფლის მეურნეობის სექტორში ხარისხიანი პროფესიული განათლების, საკონსულტაციო მომსახურებების განვითარებას ფერმერებისათვის, რაც სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების საწინდარია. ჩვენ მხარს ვუჭერთ:

  • მასწავლებლების, კონსულტანტების და სპეციალისტების გადამზადებას და მათ პროფესიულ ზრდას;
  • ფერმერებისათვის ხარისხიანი საკონსულტაციო მომსახურების გაწევას;
  • ადგილობრივი და რეგიონული გაერთიანებებისათვის რესურსებზე, ინფრასტრუქტურასა და გამოცდილებებზე ხელმისაწვდომობის ზრდას;
  • კოორდინაციას სტრუქტურებს შორის და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას;
  • თანამშრომლობის პლატფორმის შექმას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული მხარეები კერძო და საჯარო სტრუქტურებიდან.

მოსალოდნელი შედეგები



  • 10 ათასზე მეტი ფერმერის გადამზადება 8 პროფესიულ კოლეჯში
  • 10 ათასზე მეტი ფერმერი მიიღებს საკონსულტაციო მომსახურებას 7 სახელმწიფო საკონსულტაციო ცენტრში;
  • კერძო და საჯარო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაფართოება პროფესიული გადამზადების სფეროში.

ვინ აფინანსებს

სრული USD $ 6,432,729
UNDP USD $    100,000
SDC USD $ 6,332,729

დახარჯული თანხა

2013  
UNDP US$    5,507.52
SDC US$ 567,253.22
Total US$ 572,760.74
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
ივნისი 2013
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2018
გეოგრაფიული არეალი:
იმერეთი, კახეთი, სამცხე ჯავახეთი
პარტნიორები:
პროფესიული კოლეჯები კაჭრეთში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, მარნეულსა და წინამძღვრიანთკარში (მცხეთა), ზეგდიდის უნივერსიტეტი
ათასწლეულის განვითარების მიზანი
უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
პროექტის დოკუმენტი
  • განათლება ფერმერებს English
საკონტაქტო ინფორმაცია

რევაზ საყვარელიძე

პროექტის მენეჯერი

revaz.sakvarelidze@undp.org.ge

შროშას ქუჩა 8/18

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიორგი ნანობაშვილი

ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი

george.nanobashvili@undp.org