სოფლის მეურნეობის განვითარება აჭარაში

მიმოხილვა

UNDP Georgia Ajara agriculture
ფერმერებს საკუთარი პროდუქცია ბათუმის ბაზარში მიაქვთ. ივლისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, რადგან ის სურსათის უსაფრთხოების, მდგრადი წარმოების და სოფლის მოსახლეობის დასაქმების საწინდარია.

პროგრამა მხარს უჭერს მცირე ფერმერებს და ის ხორციელდება აჭარის მთავრობასა და აჭარის აგროსერვის-ცენტრთან თანამშრომლობით.

რას ვაკეთებთ ჩვენ

მიუხედავად მთლიან შიდა პროდუქტში, დასაქმებასა და უცხოურ სავალუტო შემოსავლებში მოკრძალებული წილისა, სოფლის მეურნეობას აჭარის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

თუ არ ჩავთვლით ვიწრო ზღვისპირა სანაპიროს, აჭარა მთიანი რეგიონია. რეგიონში, ძირითადად მოყავთ  ციტრუსები, ხილი და ბოსტნეული. ოჯახებში ყავთ საქონელი, მარცვლოვან კულტურა  მცირე რაოდენობით მოყავთ. მოყვანილი ციტრუსების დიდი ნაწილი ექსპორტით უკრაინაში მიდის. სხვა მხრივ, კი სოფლის მეურნეობის პროდუქტები ადგილობრივ მოსახლეობაზეა გათვლილი საქართველოს სხვა რეგიონებიდან და თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციასთან ერთად. არასეზონურ პერიოდში, ადგილობრივ ბაზრებზე მრავლადაა თურქული პროდუქცია. 

ფერმები მცირე ზომისაა, საშუალოდ, 0.25 ჰექტარი, იშვიათად შეიმჩნევა მიწების გაყიდვა/იჯარა. მიწების დიდი რაოდენობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

აჭარა თავად აყალიბებს  სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიმართულებებს. 2011 წელს მიღებული აჭარის რეგიონული განვითარების სტრატეგია სოფლის მეურნეობის განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი დაბრკოლებებიც: ფერმების მცირე ზომა; მომსახურების შეზღუდული არეალი; ხეხილის ხანდაზმულობა; მეწარმეების მიჯაჭვულობა ადგილობრივ ბაზრებზე, რაც რთულს ქმნის ექსპორტის შემთხვევაში ადექვატურ ხარისხზე ფასების დაწესებას.

გაეროს განვითარების პროგრამა აჭარის რეგიონის მხარდაჭერას მრავალი წლის მანძილზე ახორციელებს: ჩვენ მხარი დავუჭირეთ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მომზადებას და ბიზნეს ინკუბატორის დაარსებას. ეს უკანასკნელი დღეს უკვე ძალიან წარმატებული ცენტრია, რომელიც დაინტერესებულ მოსახლეობას მომსახურებას და კონსულტაციას უწევს ბიზნესის წამოწყებისა თუ განვითარების კუთხით.

გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ძირითად აქცენტს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე აკეთებს: პროგრამის ფარგლებში, ვეხმარებით აჭარაში მოწეული პროდუქტის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, მიწოდების არხების ჩამოყალიბებას და სხვა. ვაჭრობასთან დაკავშირებული მომსახურებებს ფერმერები და მცირე საწარმოები იღებენ ვაჭრობის ხელშეწყობის ცენტრში, რომელიც განთავსებული ბათუმის ბიზნეს ინკუბატორში. აქვე ხდება პროდუქტების მარკეტინგული შესაძლებლობების შეფასება; დახმარება ბიზნესისა და მარკეტინგული გეგმების შედგენისა და მიწოდების არხების განვითარებაში.

მოსალოდნელი შედეგები



  • ფერმერების საკონსულტაციო-საინფორმაციო მომსახურების განვითარება;
  • ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა მცირე  ჯგუფების მხარდაჭერა; კოოპერატიული ასოციაციების და სარგებელზე დაფუძნებული სხვა ტიპის თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი US$ 4,324,579.55
ევროკავშირი
US$ 3,926,701.57
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
US$ 397,877.98

დახარჯული თანხა

2013 (სრული) US$ 843,684.21
ევროკავშირი US$ 790,178.65
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა US$   53,505.56
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
მაისი 2013
დასრულების თარიღი:
მაისი 2016
გეოგრაფიული არეალი:
აჭარა
პარტნიორები:
აჭარის აგროსერვის ცენტრი, ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი, პროფესიული კოლეჯი "შავი ზღვა"
ათასწლეულის განვითარების მიზანი
უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა
პროექტის დოკუმენტი
  • სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა აჭარაში English
საკონტაქტო ინფორმაცია

ლაშა კომახიძე

პროექტის მენეჯერი

lasha.komakhidze@undp.org

ჟორდანიას ქუჩა 12, ბინა 3

ბათუმი, საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიორგი ნანობაშვილი

ეკონომიკური განვითარების გუნდის ხელმძღვანელი

george.nanobashvili@undp.org