სოფლის მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა

მიმოხილვა

UNDP Georgia environment
წაღვერსა და დაბაში 2013 წელს 16 ჰექტარზე მეტ ფართობზე ტყის აღდგენა დაიწყო. ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი/UNDP

პროექტის მიზანია, 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების დაბისა და წაღვერის მდგრადი განვითარება, გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა და კატასტროფების რისკის შემცირება.

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამის მრავალმხრივი ხელშეწყობის მიდგომა გულისხმობს:

  • მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, განსაკუთრებით იმ საქმიანობის შედეგად, რომლებიც გარემოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს;
  • ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით, პილოტური პროექტების განხორციელებას, რაც ენერგო ეფექტურობის და ბუნებრივი რესურსის რაციონალურად გამოყენების საფუძველია;
  • არაფორმალური გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ეკო კლუბების, ეკო ბანაკების, მწვანე სკოლებისა და სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქციების ფარგლებში. ეს კომპონენტი საქართველოს მთავრობის „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ სტრატეგიის დანერგვას ემსახურება;
  • ადგილობრივი თემების პროფესიულ გადამზადებას და მხარდაჭერას, რათა გაიზარდოს მათი ცოდნა და შესაძლებლობები ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებში.

შედეგები ამ დროისთვის



  • წაღვერსა და დაბაში 16 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაიწყო ტყის აღდგენა, რომელიც 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს განადგურდა;
  • ექვსი ეკო კლუბი დაარსდა ბორჯომის, წაღვერის, დაბის და ახალქალაქის სკოლებში;
  • 2013 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე  ახალგაზრდობისათვის ჩატარდა საინფორმაციო კამპანიები  ადგილობრივ სკოლებთან და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით
  • მასწავლებლებისათვის გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო " გარემოსდაცვითი განათლება სკოლაში"

ვინ აფინანსებს

ფინეთის მთავრობა
Euro 1,179,677 (US$ 1,505,593)

დახარჯული თანხა

2012 US$ 184,755
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
აპრილი 2012
დასრულების თარიღი:
მარტი 2015
გეოგრაფიული არეალი:
სამცხე ჯავახეთი
პარტნიორები:
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
  • სოფლის მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა English
საკონტაქტო ინფორმაცია

ასმათ ლალი მესხი

პროექტის კოორდინატორი

Asmat.Lali.Meskhi@undp.org

ფალიაშვილის ქუჩა 15

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org