საძოვრების მდგრადი მართვა

მიმოხილვა

UNDP Georgia environment
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის საძოვარი. 2013.ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ინიციატივა ითვალისწინებს 4, 000-ზე მეტი დეგრადირებული საძოვრებისა და 300 ჰა პირუტყვის გადასარეკი გზის  რეაბილიტაციასა და მდგრადი მართვის გამოცდილების დანერგვას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.

 

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია:

  • საძოვრების რეაბილიტაცია;
  • მიწის მდგრადი მართვის გამოცდილების დანერგვა;
  • ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

შედეგები ამ დროისთვის



2013 წელს თავდაპირველი სამუშაოების ჩასატარებლად, გაეროს განვითარების პროგრამამ ჩამოაყალიბა პროექტის მართვის გუნდი. განისაზღვრა თანამშრომლობის სფეროები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან: საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, წამყვანი ქართული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES და საერთაშორისო პარტნიორები WWF და USAID. თანამშრომლობის შედეგად: 

  • მომზადდა ახალი რუკა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე არსებული მცენარეული საფარისა და გავრცელების თაობაზე;
  • შემუშავდა ახალი რუკა, რომელიც ასახავს ფერმებისა და საძოვრების ზუსტ განლაგებას;
  • დაიწყო თუში მეცხვარეების საცხოვრებელი, სოციო-ეკონომიკური პირობებისა და მათი გაუმჯობესების გზების კვლევა;
  • ვაშლოვანში შემოისაზღვრა ოთხი ტერიტორია, რომლის კვლევის საფუძველზე შემუშავდა საძოვრის მონიტორინგის სისტემა და შესაბამისი მეთოდოლოგია.
2014 წელს:
  • დაიწყო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის საძოვრების მართვის გეგმის შემუშავების პროცესი;
  • ჩატარდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა თუში მეცხვარეების საჭიროებებსა და პრობლემებს. კვლევის მიხედვით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად გამოვლინდა ერთიანი ვეტერინარული მომსახურების სისტემის არ-არსებობა. UNDP გეგმავს შეიმუშავოს და შემოიღოს შესაბამისი მომსახურების ერთიანი სისტემა;
  • ჩატარდა მაღალი დონის კონფერენციები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ გაცვალეს აზრები, ინფორმაცია და გამოცდილება საძოვრების მართვის საკითხებში;
  • ჩატარდა საძოვრებზე ნახშირბადის დაგროვების ინვენტარიზაცია, შეფასდა მიწის ნოყიერება და მოხდა წყლის ბალანსის მოდელირება;
  • ორი მეტეოროლოგიური სადგური გადაეცა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიების ადმინისტრაციას;
  • დაიწყო ბუნებრივ დინებაზე დაფუძნებული წყალმომარაგების სისტემის დანერგვა.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი
US$  1,389,609
ევროკავშირი US$   1,298,700
UNDP US$       26,900

დახარჯული თანხა

2013 US$ 114,709.79
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
იანვარი 2013
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2016
გეოგრაფიული არეალი:
კახეთი
პარტნიორები
thumbnail
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი
thumbnail

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

thumbnail

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
  • საძოვრების მდგრადი მართვა English
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
  • რუკა მცენარეული საფარის და გავრცელების შესახებ English | ქართული
  • წყალმომარაგების სისტემის ნახაზი ქართული
  • საპილოტე ინიციატივები English
საკონტაქტო ინფორმაცია

თორნიკე ფულარიანი

პროექტის მენეჯერი

tornike.phulariani@undp.org

მობ: +995 591 701085

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

გულუას ქუჩა 6

თბილისი საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის გუნდის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org