საძოვრების მდგრადი მართვა

მიმოხილვა

UNDP Georgia environment
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის საძოვარი. 2013.ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

ინიციატივა ითვალისწინებს 8,700 ჰექტარი დეგრადირებული საძოვრების რეაბილიტაციას და მდგრადი საძოვრების მართვის გამოცდილების დანერგვას ფერმერებსა და მეცხვარეებს შორის ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე.

რას ვაკეთებთ

გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია:

  • საძოვრების რეაბილიტაცია;
  • მიწის მდგრადი მართვის გამოცდილების დანერგვა;
  • ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

შედეგები ამ დროისთვის



თავდაპირველი სამუშაოების ჩასატარებლად, გაეროს განვითარების პროგრამამ ჩამოაყალიბა პროექტის მართვის გუნდი. განისაზღვრა თანამშრომლობის სფეროები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან: საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს რაიონის მუნიციპალიტეტები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, წამყვანი ქართული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES და საერთაშორისო პარტნიორები WWF და USAID.

პროექტის მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა 2013 წლის ნოემბერში. პირველადი შედეგების ფარგლებში:

  • მომზადდა ახალი რუქა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მცენარეულ საფარისა და  გავრცელების თაობაზე.
  • ახალი ზუსტი რუქა შემუშავდა, რომელიც ასახავს ფერმებისა და საძოვრების ზუსტ განლაგებას;
  • თუში მეცხვარეების საცხოვრებელი, სოციო-ეკონომიკური პირობების, საძოვრებზე დამოკიდებულებების და გაუმჯობესების გზების კვლევა დაიწყო.
  • ვაშლოვანში შემოისაზღვრა ოთხი ტერიტორია, რისი კვლევის საფუძველზე შემუშავდა საძოვრის მონიტორინგის სისტემა და შესაბამისი მეთოდოლოგია.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი
US$  1,389,609
ევროკავშირი US$   1,298,700
UNDP US$       26,900

დახარჯული თანხა

2013 US$ 114,709.79
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
იანვარი 2013
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2016
გეოგრაფიული არეალი:
კახეთი
პარტნიორები
thumbnail
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი
thumbnail

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

thumbnail

დაცული ტერიტორიების სააგენტო

ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
  • საძოვრების მდგრადი მართვა
პუბლიკაცია
  • საძოვრების მართვა: იურიდიული და ინსტიტუციური ასპექტები English
  • მიზანშეწონილობის ანალიზი English
  • საძოვრების შეფასება ვაშლოვანის ეროვნულ პარკში English
საკონტაქტო ინფორმაცია

თორნიკე ფულარიანი

პროექტის მენეჯერი

tornike.phulariani@undp.org

მობ: +995 591 701085

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

გულუას ქუჩა 6

თბილისი საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის გუნდის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org