2012 წლის ბუნებრივ კატასტროფაზე მყისიერი რეაგირება

მიმოხილვა

UNDP Georgia farmers
UNDP-ის კონსულტანტები ეხმარებიან ადგილობრივ ფერმერებს დაზიანებული ვენახების აღდგენაში. ოქტომბერი 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2012 წლის ივლისში მოსულმა სეტყვამ საქართველოს სამ რეგიონს- კახეთს, მცხეთა -მთიანეთს და სამცხე-ჯავახეთს დიდი ზარალი მიაყენა. საქართველოს მთავრობამ ტექნიკური ხელშეწყობის თხოვნით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამასა და მსოფლიო ბანკს, რათა შემუშავებულიყო აღდგენითი სამუშაოების ძირითადი მონახაზი.

რას ვაკეთებთ

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, გაეროს სააგენტოებთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა ვუპასუხოთ დაზარალებული რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებს და შევიმუშავოთ აღდგენითი სამუშაოების გეგმა.

შედეგები ამ დროისთვის



შემუშავდა ერთობლივი საჭიროებათა შეფასების დოკუმენტი, რომელიც  დაზარალებული რეგიონის მოსახლების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მოთხოვნილებების ნუსხას ასახავს. დოკუმენტის საფუძველზე ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები.

2012 წლის დეკემბერში, გაეროს განვითარების პროგრამამ ეროვნულ გარემოსდაცვით სააგენტოსთან ერთად, სეტყვის შედეგად ყველაზე უფრო დაზარალებულ ქალაქ თელავში დაიწყო საფრთხის წინაშე მყოფი ტერიტორიების რუკების შედგენა.

გაეროს განვითარების პროგრამამ მყისიერი დახმარება გაუწია დაზარალებული სოფლების ფერმერებს დაზიანებული ვენახებისა და ხილის ბაღების მოვლის კუთხით.

ვინ აფინანსებს

UNDP US$ 100,000

დახარჯული თანხები

2012 US$ 45,042
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
აგვისტო 2012
დასრულების თარიღი:
აგვისტო 2013
გეოგრაფიული არეალი:
კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი
პარტნიორები:
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროექტის დოკუმენტი
  • 2012 წლის ბუნებრივ კატასტროფაზე მყისიერი რეაგირება English
საკონტაქტო ინფორმაცია

სალომე ლომაძე

salome.lomadze@undp.org

მობ: +995 595 633033

ფალიაშვილის ქუჩა 15

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org