გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა

მიმოხილვა

UNDP Georgia environment
ხეების დარგვა ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შედეგად დეგრადირებული ნიადაგის აღდგენილ მონაკვეთზე. აპრილი 2014. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა ეფექტური მექანიზმია ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად.

პროგრამის პრიორიტეტებია ბიო-მრავალფეროვნების კონსერვაცია, კლიმატის ცვლილება, საერთაშორისო წყლები, მიწის დეგრადაცია, ქიმიური ნივთიერებები და ნარჩენების მართვა. პროგრამა ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, გენდერულ თანასწორებას და ქალთა როლის გაძლიერებას საზოგადოებაში.

მცირე გრანტების პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან. ყველა ქვეყანაში იგი მორგებულია ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელ გარემოსდაცვით საკითხებსა თუ პრობლემებს. პროგრამის სტრატეგია საქართველოში ერთობლივად შეიმუშავეს დონორებმა, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა.

რას ვაკეთებთ

საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ბიუჯეტია 750 ათასი აშშ დოლარი. თითოეული დაფინანსებული ინიციატივა დამტკიცებულია ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და პროგრამის სტრატეგიას შეესაბამება. დაფინანსების მიღების ერთ-ერთი მოთხოვნაა პროექტების თანადაფინანსება გრანტის მიმღები ორგანიზაციების მხრიდან ან სხვა წყაროებიდან.

მოსალოდნელი შედეგები



გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა გამიზნულია ქვეყნის მასშტაბით ხელი შეუწყოს საზოგადოების აქტიურობას შემდეგ პრიორიტეტულ საკითხებზე:

  • ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია
  • კლიმატის ცვლილება
  • საერთაშორისო წყლები
  • მიწის დეგრადაცია
  • ქიმიური ნივთიერებები

ვინ აფინანსებს

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) US$ 750,000
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
იანვარი 2011
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2014
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
ათასწლეულის განვითარების მიზანი
ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა
პროგრამის დოკუმენტები
  • ქვეყნის სტრატეგია- საქართველო English
  • საქართველოს ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს ტექნიკური დავალება და საქმიანობის წესი English | ქართული
პროექტის ვებ-გვერდი
Small Grants Programme
საკონტაქტო ინფორმაცია

ანა შუბითიძე

პროექტის მენეჯერი

ana.shubitidze@undp.org

ფალიაშვილის ქუჩა 15

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნინო ანთაძე

გარემოს დაცვის და ენერგეტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

nino.antadze@undp.org