მედია მონიტორინგი

მიმოხილვა

UNDP Georgia media
მედია-ბრიფინგი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. სექტემბერი 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევა მედიის დამოუკიდებლობა და ობიექტურობაა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში, ქართული მედია გამოირჩევა საკითხების დაუბალანსებელი და არაპროფესიული გაშუქებით.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ მომზადებული ანგარიშების თანახმად, 2007 წლიდან საქართველოში მედიის თავისუფლებისა  და პროფესიონალიზმის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა, რაც უკავშირება ამ წელს რამდენიმე დამოუკიდებელი მედია-საშუალების დახურვას. საქართველოს მთავრობა აღიარებს მედიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების აუცილებლობას.  

ტელე და რადიო სადგურების, ბეჭდური და სოციალური მედიის მონიტორინგი ნათლად აჩვენებს საქართველოში მედიის განვითარების, გაუმჯობესებული გაშუქების დონეს. ეს პროცესი ერთგვარად წამახალისებელი ინსტუმენტიც არის, რომ საინფორმაციო საშუალებებმა მოამზადონ და გადასცენ დაბალანსებული ინფორმაცია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს აათვისებინოს მაკონტროლებელი ფუნქციაც.

რას ვაკეთებთ

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში მედია მონიტორინგის პროცესს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგი მიზნად ისახავს მედიაში პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და მედია პლურალიზმის განვითარებას.

შედეგები ამ დროისთვის



2010 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ, კავკასიური კვლევითი რესურსების ცენტრმა  შეაფასა ახალი ამბების გამოშვებები და სატელევიზიო პოლიტიკური დებატები შემდეგი კრიტერიუმებით: ობიექტურობა, შინაარსობრივი ტენდენციები და ბალანსის ხარისხი. 6 სატელევიზიო პროგრამამ საეთერო დრო მიუძღვნა არჩევნების პერიოდის, წინა, შემდგომი განვითარების შედეგების განხილვას.

British Broadcasting Corporation (BBC) World Service Trust-მა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების პროდუსერებს სარედაქციო საქმიანობის უნარების ტრენინგი ჩაუტარა. ასევე, ერთობლივად მზადდებოდა სატელევიზიო გადაცემა, რომელიც მიზნად ისახავდა მაყურებლის ინტერესის გაღვიძებას პოლიტიკური პროცესების მიმართ.

სლოვაკურმა მედია მონიტორინგის ორგანიზაციამ „ მემო 98“ ტრენინგი ჩაუტარა 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც აკვირდებოდნენ ეკონომიკური და სოციალური საკითხების გაშუქებას ქართულ სატელევიზიო და ბეჭდურ მედიაში.

სააგენტო ”ფრანს პრესმა” და სარაევოს მედია ცენტრმა, ასევე, ჩაატარა პროფესიული  ტრენინგი 20-მდე რეგიონული მედიის საინფორმაციო საშულებების ჟურნალისტებისათვის, პროდუსერებისათვის, რედაქტორებისა და ოპერატორებისათვის.

ოთხმა  არასამთავრობო ორგანიზაციამ- კავკასიური კვლევითი რესურსების ცენტრმა, ინტერნიუს-საქართველომ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა- გააგრძელა მონიტორინგის პროცესი 2011-სა და 2012 წლებში. ისინი სოციალური და ეკონომიკური საკითხების გაშუქებას იკვლევდნენ.

სწორედ ეს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა მედიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. ძირითადი აღმოჩენები და ტენდენციები იხილებოდა ყოველკვირეულ სატელევიზიო პროგრამაში „მედია მონიტორი“, რომელიც საზოგადეობრივი მაუწყებლის  პირველ არხზე გადიოდა. შედეგები, ასევე, ქვეყნდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით: www.facebook.com/mediamonitor.ge. ვრცელი ანგარიში გამოქვეყნდა შემდეგ ვებ-გვერდზე: www.mediamonitor.ge. 2013 წლის მაისში, მონიტორინგის ჯგუფმა თავისი საქმიანობა მოახლოებული  საპრეზიდენტო არჩევნების მედია დაკვირვებით განაგრძო.

2014 წელს კავკასიური კვლევითი რესურსების ცენტრი, ინტერნიუს-საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას აკვირდებიან.

ვინ აფინანსებს

სრული ბიუჯეტი
ევროკავშირი
US$ 523,270.23
UNDP US$ 183,306.97
GPB US$  38,665.29

დახარჯული თანხა

 2012
 
ევროკავშირი US$ 120,499.35
UNDP US$ 150,457.23
GPB US$ 40,683.95
2013  
ევროკავშირი US$ 279,372.13
UNDP US$   21,316.33
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
აგვისტო 2010
დასრულების თარიღი:
დეკემბერი 2013
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პარტნიორები:
სლოვაკური ორგანიზაცია "მემო'98"; ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, ინტერნიუს საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
პროექტის ვებ-საიტი
mediamonitor.ge
საკონტაქტო ინფორმაცია

ელენე ალადაშვილი

პროექტის მენეჯერი

elene.aladashvili@undp.org

+995 32 2204566

აბაშიძის ქუჩა 28

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

გიგი ბრეგაძე

დემოკრატიული მმართველობის პროგრამის ანალიტიკოსი

gigi.bregadze@undp.org