გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში

მიმოხილვა

UNDP Georgia women gender
ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგი სამეგრელოში.ივლისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს საქართველოში ქალების გაძლიერებას და მათთვის  თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. გაეროს ერთობლივი პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით და სამი მიმართულებით მუშაობს:

  • ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდა;
  • ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პოლიტიკისა და მომსახურების გაუმჯობესება 

რას ვაკეთებთ

ამ ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, UNDP ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას. პროგრამის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, პოლიტიკური გააქტიურება და ჩართულობა საკანონმდებლო დონეზე.

შედეგები ამ დროისთვის



  • 2012 წლის მაისში, საქართველოს მთავრობამ მოამზადა მეოთხე და მეხუთე პერიოდული ანგარიში გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით;
  • 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, UNDP-მ მოამზადა ევროპარლამენტის წევრთა ვიზიტი. მათ წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად განიხილეს ქართულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის გამოწვევები.  
  • 2013 წელს, UNDP-მ ხელი შეუწყო ქალი მრჩევლებისგან დაკომპლექტებული ფონდის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა როლის გაზრდას ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში.

ვინ აფინანსებს

გაეროს ერთობლივ პროგრამას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida). პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 5 მილიონი აშშ დოლარი. აქედან UNDP-ის კომპონენტის ღირებულება შეადგენს 2 მილიონ აშშ დოლარს.

დახარჯული თანხა

2012 US$    207,230
2013 US$ 1,268,344.75
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
ოქტომბერი 2012
დასრულების თარიღი:
ოქტომბერი 2014
გეოგრაფიული არეალი:
ეროვნული
პროექტის დოკუმენტი
საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთევან მახარაშვილი

UNDP-ის კომპონენტის მენეჯერი

ketevan.makharashvili@undp.org

+995 32 2306137

აბაშიძის ქუჩა 4

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

ნათია ნაცვლიშვილი

დემოკრატიული მმართველობის გუნდის ხელმძღვანელი

natia.natsvlishvili@undp.org