ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი

მიმოხილვა

UNDP Georgia crisis
თეატრალური წარმოდგენა მშვიდობაზე სოხუმის ახალგაზრდობის ცენტრში. ფოტო: UNDP

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM ადრეული რეაგირების მექანიზმია, რომლის მიზანია კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული სწრაფად განხორციელებადი და კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა. COBERM-ის ამოსავალი წერტილი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაა.

რას ვაკეთებთ

COBERM-ის კონკრეტული მიზნებია:

  1. გააძლიეროს პირდაპირი კონტაქტები, დაამსხვრიოს მითები/ცრურწმენა და ხელი შეუწყოს შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრებას იმ თემებს შორის, რომლებიც ძალადობრივი კონფლიქტის მსხვერპლნი არიან ან იმყოფებიან მისი საფრთხის ქვეშ. 
  2. ძალადობრივი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ან მისი საფრთხის ქვეშ მყოფი თემებისთვის მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გააძლიეროს  მშვიდობის აღდგენისკენ მიმართული ადგილობრივი და სახელმწიფო ინიციატივები.
  3. ხელი შეუწყოს მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბების პროცესს, რაც გამოიხატება  თემების, სამოქალაქო საზოგადოებების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებისა და სახელისუფლო სტრუქტურების პოტენციალის განვითარებაში, რათა მშვიდობიანი და კონსტრუქციული მეთოდებით მოხდეს შეთანხმება კონფლიქტისგან დაზარალებულ თემებს შორის პოლიტიკური უთანხმოების საკითხებზე.

COBERM პრიორიტეტს ანიჭებს იმ იდეებს და პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ კონფლიქტისგან დაზარალებულ თემებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. ამასთან, მოხდება მათ შორის სასურველი გარემო პირობების ხელშემწყობი შესაძლებლობების მოძიება. COBERM უფრო მეტად იმ პროექტებით არის დაინტერესებული, რომლებიც წვლილს შეიტანენ:

  • ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბებაში;
  • კონფლიქტისგან დაზარალებულ თემებს შორის და თემებს შიგნით დიალოგის წარმოებაში. აღიშნულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების-მთავრობის წარმომადგენლების ჩართვა (მათ შორის, საქართველოში მყოფი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე);
  • კონფლიქტის საფრთხის ქვეშ მყოფი თემების უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხების მოგვარებაში;
  • კარგი მმართველობისა და მედიის განვითარებაში;
  • თემის ქმედუნარიანობის გაძლიერებაში, რათა ქალს ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი არაძალადობრივი მეთოდით კონფლიქტის მოგვარებაში;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების ინიციატივებში (განსაკუთრებით ადმინისტრაციული სასაზღვრე ზოლის მიმდებარე ტერიტორიებში).

შედეგები ამ დროისთვის



UNDP Georgia conflict
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ნიქოზიის კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევა. ოქტომბერი 2012. ფოტო:დავით ხიზანიშვილი/UNDP

პროგრამის პირველი ეტაპზე, რომელიც 2010-2012 წლებში მიმდინარეობდა, რამდენიმე წარმატებული პროექტი განხორციელდა: საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკები; სამშვიდობო ჟურნალისტიკის კურსი; ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის გამოცემა; სამხრეთ კავკასიის მწერალთა და მეცნიერთა მოთხრობებისა და ნაშრომების კრებულის გამოცემა, ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებული დოკუმენტების არქივის ელექტრონული ვერსიის მომზადება.

პროგრამის მეორე სამწლიანი ეტაპი 2015 წლის მაისამდე გაგრძელდება.

 

ვინ აფინანსებს

ევროკავშირი
US$ 6,476,683.94
ჰოლანდიის მთავრობა
US$ 259,740.26

დახარჯული თანხა

2012 US$   259,033.27
2013 US$ 2,876,985.04
დეტალური ინფორმაცია
სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
მაისი 2012
დასრულების თარიღი:
მაისი 2015
გეოგრაფიული არეალი:
საქართველო
საკონტაქტო ინფორმაცია

ირინა ლიჩეკი

პროექტის მენეჯერი

coberm@undp.org

+995 32 2224751

მირცხულავას ქუჩა 6, მე-2 სართული

თბილისი 0179 საქართველო

საკონტაქტო პირი UNDP-ში

სოფო ქემხაძე, პროგრამების ხელმძღვანელი

sophie.kemkhadze@undp.org