ჩვენს შესახებ

 Georgia youth
ახალგაზრდული ფესტივალი ბორჯომში. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა 1993 წელს. ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის მთავრობასთან ერთად, ვუზრუნველყოთ ქვეყნის განვითარება.

როგორც ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აერთიანებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების თანამონაწილის ცოდნასა და გარე დამკვირვებლის ობიექტურობას. მისი ვალდებულებაა გაავრცელოს ცოდნა, გამოცდილება და რესურსები, რათა ადამიანებსა და საზოგადოებებს დაეხმაროს ცხოვრების გაუმჯობესებაში.

ჩვენი მიზნები

სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება საქართველოს შემდეგ ოთხ ძირითად სფეროში:

ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევა ჩვენი ყველა პროგრამის პრიორიტეტია.

შედეგები

გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული რეფორმის თანამონაწილეა, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და ეკონომიკის მდგრადი განვითარების კუთხით.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ არსებულ გამოწვევებს და ვაგრძელებთ თანამშრომლობას მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ვინ იღებს გადაწყვეტილებებს

გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განვითარების პროცესის ყველა ეტაპზე: პროგრამის ჩამოყალიბება, შეფასება და ახალი ასპექტების დამატება.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან და მხარს ვუჭერთ დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას, ეროვნული პრიორიტეტების შესრულებას. ჩვენ, ასევე, ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან: არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ ინსტიტუტებთან, მედიასთან, კერძო სექტორთან.

Current Staff Count for Georgia

Contract TypeSub Total
Service Contract 91
UNDP Staff 32
Total 123

ჩვენი კონსულტანტები

გრაფა აჩვენებს 2012-2013 წლების სამომსახურებო ხელშეკრულებებსა და სპეციალური მომსახურების შეთანხმებებს, რომელთა სახელფასო ოდენობა აჭარბებს 30,000 აშშ დოლარს.

კონსულტანტის ვინაობა ან ნომერი
თანამდებობა პროექტი
თანხის ოდენობა (USD) კონტრაქტის ხანგრძლივობა
კონსულტანტი 1 ინჟინერ-მშენელი
ეკონომიკური რეაბილიტაცია და ნდობის აღდგენა აფხაზეთში და მის შემოგარენში
$99,600
აპრ 2011 - აპრ 2012
კონსულტანტი 2
საკონსულტაციო მომსახურება
ინტეგრირებული საზღვრის მართვა სამხრეთ კავკასიაში
$144,900
ივნ 2011 - მარ 2012
კონსულტანტი 3
საერთაშორისო ტექნიკური მრჩეველი
ტყეების აღდგენა-განახლება
$52,560
სექ 2010 - სექ 2013
კონსულტანტი 4
საერთაშორისო მრჩეველი სატყეო დანადგარებში
ტყეების აღდგენა-განახლება
$56,640
სექ 2010 - სექ 2013
კონსულტანტი 5
საკონსულტაციო მომსახურება
00031554/00034741 $35,000
მარტი–დეკ 2012
კონსულტანტი 6
მთავარი მრჩეველი
ინტეგრირებული საზღვრის მართვა სამხრეთ კავკასიაში
$66,540
ივნ–სექ 2012
კონსულტანტი 7
კომუნიკაციის სპეციალისტი
გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის
$36,000
სექ–ივნ 2013
კონსულტანტი 8
პროექტის განვითარების ექსპერტი
00082879 $38,500
სექ–მარ 2013
კონსულტანტი 9
მთავარი ტექნიკური მრჩეველი
რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში $139,479
აპრ 2013 – აპრ 2014
კონსულტანტი 10
მთავარი ტექნიკური მრჩეველი/ჰიდროლოგი
კლიმატის ცვლილებაზე დამოუკიდებელი წყალიდიდობების მართვა $98,495
მაისი 2013 – მაისი 2014
კონსულტანტი 11
ინჟინერ-მშენებელი ეკონომიკური რეაბილიტაცია და ნდობის აღდგენა აფხაზეთში და მის შემოგარენში $41,490
მაისი–სექ 2013
დაგვიკავშირდით
ზოგადი საკონტაქტო ინფორმაცია

გაეროს სახლი, რ. ერისთავის ქ. #9

თბილისი 0179 საქართველო

ტელ: +995 32 2251126

ფაქსი: +995 32 2250271

ელ. ფოსტა: registry.ge@undp.org

ადამიანური რესურსების განყოფილება

ნანა ბათლიძე

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი

ტელ: +995 32 2251126 ext.127

ელ. ფოსტა: nana.batlidze@undp.org

შესყიდვების განყოფილება

ნანა ჯამბურია

შესყიდვებისა და ლოგისტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი

ტელ: +995 32 2251126 ext.120

ელ. ფოსტა: nana.jamburia@undp.org

საკონტაქტო ინფორმაცია
გაეროს მუდმივი კოორდინატორის წლიური ანგარიში
წლიური ანგარიში 2012

ანგარიში შეიცავს განახლებულ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. 

ყველა ანგარიში