6 ეკოლოგიური მდგრადობა

UNDP Georgia environment
თუშეთის დაცული ტერიტორიები. ივლისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

2004 წლის 19 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ 27-ე რეზოლუციით დაამტკიცა ბიომრავალფეროვნების დაცვის ქვეყნის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიის ხანგრძლივობა 10 წელიწადია, ხოლო სამოქმედო გეგმა გაწერილია 5 წელიწადზე. სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება დაიწყო 2005 წელს.


იმის მიუხედავად, რომ საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, სოფლებში კვლავ სასმელი წყლის დეფიციტია. მიწისქვეშა წყლები, რომელიც წყლის მიწოდების სისტემის 90 %-ს აღწევს, სასმელი წყლის უმთავრესი წყაროა. ამჟამად, ქალაქში მაცხოვრებელი მოსახლეობის 84 პროცენტი და სოფელში მაცხოვრებელი მოსახლეობის 15.7 პროცენტი ცენტრალიზირებული სისტემით იღებს სასმელ წყალს.

ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილების შედეგი უკვე საგრძნობი გახდა საქართველოში. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინება 2013 წელს გამოიცემა და მასში განხილული იქნება სასათბურე გაზების გამოყოფის შემცირების შესაძლებლობა. ეს დოკუმენტი, ასევე, დაეხმარება საქართველოს მთავრობას, უკეთ შეისწავლოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები და შეიმუშაოს რეაგირების ადეკვატური გეგმა.  

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა ეხმარება საქართველოს სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, რაც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებაზე არსებული კონვენციების ვალდებულების შესრულებას. მათ რიცხვში შედის: სტოქჰოლმის კონვენცია მდგრად ორგანულ დამაბინძურებელ (მოდ) პესტიციდებზე, ბიო-მრავალფეროვნების დაცვა, გაუდაბნოებასთან ბრძოლა, მტკვარ-არაქსის აუზის დაცვისა და ინტეგრირებული მართვის გეგმა. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან და მსოფლიო გარემოსდაცვით ფონდთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამა, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ენერგოსექტორს.

რას აკეთებს UNDP საქართველოში

  • საოჯახო სასტუმრო თუშეთის სოფელ შენაქოში. ივლისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

    სასტუმრო ცის კიდეზე

    ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონი თუშეთი ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და მდიდარი დაცული ტერიტორიაა კავკასიაში. მისი უნიკალური ეკოსისტემა მოიცავს ენდემური მცენარეების 230 სახეობას, ფრინველთა 120 და ქვეწარმავალთა 11 მეტი

  • მაცივარტექნიკოსების მომზადება კოლეჯში „სპექტრი’’.მაისი 2009. ფოტო: ზვიად ნიკოლაიშვილი/UNDP

    ოზონის შრე და პროფესიული განათლება

    პროფესიული სწავლება სამაცივრო დარგის სპეციალისტებისთვის საქართველოს რამდენიმე კოლეჯში ტარდება. ეს შედარებით ახალი პროფესია იზიდავს სულ უფრო მეტ სტუდენტს, რომლებიც შეძენილ უნარებსა და ცოდნას წარმოების სხვადასხვა სფეროში მეტი

1.7 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები MDG7-სთვის
  1. კანონმდებლობასა და მთავრობის პროგრამებში მდგრადი განვითარების ელემენტების ინტეგრირება, ეკოლოგიური რესურსების დაცვა
  2. 2010 წლისთვის, ბიომრავალფეროვნების შემცირების ტემპის კლება
    • ტყით დაფარული ტერიტორიების და გადაგვარების პირას მყოფი სახეობების თანაფარდობა
    • ნახშირორჟანგის გამოყოფის წილი
    • ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარების წილი
    • გამოყენებული წყლის რესურსების თანაფარდობა
    • მიწისზედა და მიწისქვეშა დაცული ტერიტორიების თანაფარდობა
  3. მოსახლეობის იმ კატეგორიის რიცხვის განახევრება, რომელსაც არ გააჩნია ვარგის სასმელ წყალზე წვდომა და ძირითადი სანიტარული პირობები
    • მოსახლეობა, რომელიც იყენებს ხარისხიან სასმელ წყალს
    • მოსახლეობა, რომლის სანიტარული პირობები გაუმჯობესდა
  4. 2012 წლისათვის მიყრუებულ ადგილებში მაცხოვრებელი 100 მილიონი ადამიანისთვის საცხოვრებელი პირობების საგრძნობი გაუმჯობესება
    • ქალაქის მიყრუებულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის წილი