6 აივ/შიდსთან, მალარიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლა


ათასზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო საქართველოს რეგიონებში გამართულ საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც ეძღვნებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას და შიდსის პრევენციის თემას. ივნისი 2009. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

იმის მიუხედავად, რომ საქართველო არ მიეკუთვნება აივ-ინფექციის მაღალი გავრცელების ქვეყანას, აივ ინფიცირებულების რიცხვი თანდათანობით იზრდება. შიდსის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2011 დეკემბერს, დაავადების 3 080 შემთხვევა დაფიქსირდა (2,268 მამაკაცი და 812 ქალი). ამავე წელს, 680 ადამიანი გარდაიცვალა შიდსით.

ქვეყანა  მალარიის აღმოფხვრისთვის ძალისხმევას არ იშურებს. ამჟამად, საქართველო მუშაობს მალარიის ხელახალი გავრცელების საშიშროების შემცირებისთვის, რადგან 2011-სა და 2012 წლებში მალარიის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ტუბერკულოზის ეპიდემიასთან ბრძოლაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზის შემთხვევები და სიკვდილიანობა 2000 წლიდან ქვეყანაში საგრძნობლად იკლებს, დაავადებულთა რიცხვი კვლავ შედარებით მაღალია. 2011 წელს ტუბერკულოზის სიხშირის ნიშნული 123.4-ს შეადგენდა, ხოლო  ავადობის 94.2-ს. საქართველოში, ასევე, დგას მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის პრობლემა. 2008 წელს ამ დაავადების კონტროლის სისტემა შემოიღეს, ხოლო საყოველთაო ხელმისაწვდომობა მკურნალობაზე 2009 წლიდან ამოქმედდა. ტუბერკულოზი კვლავაც გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება პენიტენციურ სისტემაში.

1.69 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები
  1. აივ/შიდსის გავრცელების შეჩერება და შემცირება
    • აივ ინფექციის გავრცელება 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში
    • მოსახლეობის წილი, რომელიც იყენებს პრეზერვატივს სახიფათო სექსუალური კავშირის დროს
    • მოსახლეობის წილი, რომელსაც აქვს სწორი და ამომწურავი ინფორმაცია აივ ინფექციასა და შიდსზე
    • 10-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში ობლებისა და ოჯახის მქონე მოზარდების სკოლაში სიარულის თანაფარდობა
  2. 2010 წლისათვის, საყოველთაო ხელმისაწვდომობა აივ ინფექციისა და შიდსის მკურნალობაზე
    • აივ ინფექციით დავაადებული მოსახლეობის წილი, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ანტირეტროვირალური პრეპარატები