6 გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები

UNDP Georgia gender
ქალი ფერმერები პანკისის ხეობიდან ტრეინინგზე. მაისი 2011. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს გენდერული თანასწორობის კუთხით, მათ შორის, ქალის წინააღმდეგ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის ვალდებულებების შესასრულებლად.

2010 წლის მარტში, საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი „ გენდერულ თანასწორობაზე“ და შეიმუშავა ეროვნული სამოქმედო გეგმა. გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო თავდაპირველად დროებითი იყო, თუმცა 2010 წლის მარტიდან მუდმივმოქმედი ორგანო გახდა.
ბოლო წლების პროგრესის მიუხედავად, ქალები კვლავ არასათანადოდ არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში და ხშირად ეკონომიკურად დაუცველნი არიან. 

2013 წლის ივნისის მონაცემებით, მხოლოდ ათი პროცენტი ქალია წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში- 11. 19 მინისტრიდან, ქალი მხოლოდ სამია.
2009 წელს, ქალის საშუალო თვიური ხელფასი ეკონომიკის ყველა სექტორში შეადგენდა მამაკაცის ხელფასის 54 პროცენტს. (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო).

მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის, ქალთა უფლებების დაცვისა და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის პროცესში. რეალური შედეგი მიიღწევა მხოლოდ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით.

 

რას აკეთებს UNDP საქართველოში

  • ფიქრია მარგიანმა თანასოფლელების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. 2013. ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

    მე ვარ ქალი

    მეტი

1.04 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები
  1. 2005 წლისთვის დაწყებით და საშუალო განათლების სისტემაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა, 2015 წლისთვის კი, განათლების სისტემის ყველა დონეზე
    • გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობა დაწყებით, საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში
    • ქალთა დასაქმების წილი, გარდა სოფლის მეურნეობის სექტორისა
    • ეროვნულ პარლამენტებში ქალთა წარმომადგენლობა