6 უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა

Georgia poverty farmer
ფერმერი კახეთის რეგიონში. სექტემბერი 2012. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

 

საქართველოში გატარებულმა ფართომასშტაბიანმა რეფორმებმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია. ამავდროულად, სიღარიბის დონემ მხოლოდ მცირედით დაიკლო; სიღარიბის დაძლევა რჩება საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან გამოწვევად.

2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვნად შეანელა ეკონომიკური განვითარების ტემპი. 2010 წლიდან, ამ კუთხით დადებითი ტენდენციები გამოჩნდა: 2012 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.5 პროცენტით გაიზარდა, განსხვავებით 2011 წლისგან, როდესაც სერიოზული დაღმასვლა შეინიშნებოდა.

მიუხედავად, ეკონომიკური ზრდისა, უკიდურესი სიღარიბის დონემ მხოლოდ მცირედით  დაიკლო ( 2010 წელს ის შეადგენდა 9.7 პროცენტს,  2011 წელს კი 9.2 პროცენტს). სიღარიბის დონე კი გაიზარდა 2010 წელს არსებული 22.7-დან 23 პროცენტამდე 2011 წელს.

საქართველოში მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. 2011 წელს უმუშევრობის დონე 15.1 პროცენტი იყო, ახალგაზრებს შორის კი 30. (წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო). ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტების გამოკითხვების თანახმად, 2012 წელს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი საკუთარ თავს მიიჩნევს დაუსაქმებლად.

გაეროს განვითარების პროგრამის კვლევებით, მოსახლეობის 70 პროცენტზე არის ეკონომიკურად ან სოციალურად მოწყვლადი.

გაეროს განვითარების პროგრამა ეკონომიკური განვითარების პროგრამის საშუალებით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მდგრადი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიების შემუშავებასა და ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში.




რას აკეთებს UNDP საქართველოში

  • ნინო ნარმანია სასწავლო საამქროში. ფოტო: დარო სულაკაურიi/UNDP

    განათლება მომავლისთვის

    ნინო ნარმანია ფოთის პროფესიული კოლეჯის "ფაზისის" სტუდენტია. ლამაზი ტანსაცმლის შექმნა მისი საყვარელი საქმეა. ადრე ამისთვის მხოლოდ მაკრატელსა და საკერავ მანქანას იყენებდა. მაგრამ კოლეჯში სწავლისას აღმოაჩინა, რომ მეტი

  • მუსა უსმანოვი ფეხსაცმლის სახელოსნოში: ფოტო: დარო სულაკაური/UNDP

    ცოდნის ძირი

    იზოლდა ქიტესაშვილი წარმატებული ფერმერია. კოტეხში მისი ხეხილის ბაღის, ხილისა და კენკროვანების მოსავალის სანახავად ბევრი დადის და სოფლის მეურნეობის ახალ მეთოდებსაც ეცნობა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ მეტი

1.69 წელიწადი
2015
წლამდე

1990 2015
მიზნები
  1. მოსახლეობის იმ კატეგორიის რიცხვის განახევრება, რომელიც დღეში 1 დოლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს
    • მოსახლეობის წილი, რომელიც დღეში 1 დოლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს
    • სიღარიბის კოეფიციენტი
    • უღარიბესი კვინტილის წილი ქვეყნის მასშტაბით მოხმარებაში
  2. დასაქმება და კარგი სამუშაო პირობები ყველას, მათ შორის, ქალებს და ახალგაზრდებს
    • დასაქმებულ ადამიანზე მშპ-ს ზრდის კოეფიციენტი
    • დასაქმებისა და მოსახლეობის თანაფარდობა
    • დასაქმებული მოსახლეობის რიცხვი, რომელიც დღეში 1 დოლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს
    • თვითდასაქმებულთა და შიდა მეურნეობაში დასაქმებულთა წილი
  3. მოსახლეობის იმ კატეგორიის რიცხვის განახევრება, რომელიც შიმშილობს
    • 5 წლამდე ასაკის მცირე წონიანი ბავშვების წილი
    • მოსახლეობის იმ კატეგორიის წილი, რომელიც ვერ იღებს აუცილებელ კალორიებს