ათასწლეულის განვითარების მიზნები

image

ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში. 2004

ანგარიში წარმოადგენს პირველად კვლევას, რომელიც შეისწავლის საქართველოს მიერ ათასწლეულის დეკლარაციის ვალდებულებების შესრულების ხარისხს. ანგარიში დაფუძნებულია მსოფლიო ათასწლეულის განვითარების მიზნებზე და მათ ფონზე შეისწავლის ქვეყნის პრიორიტეტებსა და გარემოებებს. ანგარიში გამოიცა 2004 წელს და მეტი

image

ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში. 2004-2005

ანგარიში აფასებს საქართველოს პროგრესს ათასწლეულის განვითარების მიზნების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. ანგარიში ასახავს მოსამზადებელ ეტაპს „ათასწლეულის განვითარების მიზნების+ 5“ მსოფლიო სამიტისთვის, რომელიც ნიუ იორკში გაიმართება 2005 წლის სექტემბერში. ანგარიში მოიცავს 2004 და მეტი

image

თბილისის ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიში. 2007

ანგარიში წარმოადგენს თბილისის მერიისა და  გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიშის მომზადებას მუნიციპალურ დონეზე. ეს გულისხმობს საქართველოსთვის იდენტიფიცირებული ათასწლეულის განვითარების მიზნების კიდევ უფრო მეტი

  • წინა
  • 1
  • შემდეგი
ათასწლეულის განვითარების მიზნები

ათასწლეულის დეკლარაციაზე ხელის მოწერით, საქართველომ  აიღო ვალდებულება, განსაზღვროს და განახორციელოს ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი საქართველოს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. ქვეყნის განვითარებით დაინტერესებული მხარეებისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნები დისკუსიის, პრიორიტეტებზე შეთანხმებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალება გახდა.
გაეროს სააგენტოთა ჯგუფმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში 2004 წლის ივნისში შეიმუშავეს, ხოლო ანგარიში ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ მომზადდა 2005 წლის სექტემბერში.
გაეროს განვითარების პროგრამამ აგრეთვე დახმარება გაუწია თბილისის მერიას თბილისში ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიშის შემუშავებაში.  
ეს ანგარიშები, რომელიც საქართველოს მთავრობისა და განვითარების პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია,  წარმოგვიდგენს ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყნის მიერ 2015 წლისათვის თითოეული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

მეტი