2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მედია მონიტორინგის შედეგები
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მედია მონიტორინგის შედეგები
6 August 2013
2012 წელს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ფართომასშტაბიანი მედია მონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
ექვსთვიანი მონიტორინგი 2012 წლის მაისი-ნოემბრის პერიოდს მოიცავს.
ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებების რაოდენობრივ და თვისებრივ მონიტორინგს ახორციელებდნენ სლოვაკური ორგანიზაცია "მემო 98”-ის მიერ მომზადებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები:
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) – სატელევიზიო არხების მონიტორინგი
ინტერნიუსი-საქართველო – რადიოსაშუალებების მონიტორინგი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) – ბეჭდური მედიის მონიტორინგი
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი – ონლაინ მედიის მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ პროექტის გვერდი: მედიამონიტორინგი.