• 53%

    სოფლად მცხოვრები მოსახლეობა

  • 15.1%

    უმუშევრობა

  • 10%

    ქალი პარლამენტში

  • 73.9

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

  • 26060

    მდინარე

  • 33.3%

    ტყით დაფარული ტერიტორია

საქართველოს შესახებ

შესავალი

Georgia Tbilisi
თბილისი. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

 

საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს: ის ევროპისა და აზიის გასაყარზეა.ქვეყანა გამოირჩევა განუმეორებელი უძველესი კულტურული მემკვიდრეობით. ასევე, ცნობილია საკუთარი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით.

ისტორია


ისტორიული ჩანაწერები საქართველოზე 4 ათას წელს ითვლის. ქვეყანას აქვს საკუთარი ანბანი, რომელიც მეხუთე საუკუნეში შემოიღეს. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი იმ  ქვეყანებს შორის, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში გამოაცხადეს.

 

საუკუნეების მანძილზე, საქართველოში ცხოვრობდა განსხვავებული კულტურული. ეთნიკური და რელიგიური მრწამსის მქონე მოსახლეობა. 2002 წლის აღწერის მიხედვით, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა შეადგენს 83.8 პროცენტს, აზერბაიჯანელები 6.5, სომხები 5.7, რუსები- 1.5 , ხოლო სხვა უმციროსობები- 2.5 პროცენტს.

ისტორიის მანძილზე, საქართველო ხშირად ყოფილა სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირების ობიექტი მანამ, სანამ 19-ე საუკუნეში  რუსეთმა არ მოახდინა ქვეყნის ანექსია.


საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ გადაიტანა შეიარაღებული კონფლიქტები 1992-93 წლებში, მშვიდობიანი ვარდების რევოლუცია 2003 წელს და შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთთან 2008 წელს.

 

წარმატებები


2004 წლიდან საქართველომ არაერთი პროგრესული რეფორმა განახორციელა დემოკრატიის კუთხით საჯარო სამსახურში, საარჩევნო პროცესში, მართლმსაჯულებასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში.

 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უნარი, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები და მოახდინოს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 79 პროცენტს აქვს საარჩევნო პროცესისა და ადმინისტრაციის ნდობა. 93 პროცენტი აცხადებს, რომ მათ ქონდათ საკმარისი ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით.

გამოწვევები

Georgia conflicts youth
წალკა, აღმოსავლეთ საქართველო. ფოტო: დავით ხიზანიშვილი/UNDP

სიღარიბე და უმუშევრობა კვლავაც საქართველოს უმთავრესი გამოწვევებია.  ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, უკიდურესი სიღარიბის დონე მხოლოდ მცირედით  შემცირდა ( 9.7- 2010 წელს, 9.2- 2011 წელს ), სიღარიბის დონე კი გაიზარდა (2010 წელს არსებული 22.7-დან 23 პროცენტამდე 2011 წელს). უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია- 15.1 პროცენტი 2011 წელს, ხოლო ახალგაზრდებს შორის 30 პროცენტზე მეტი (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო)

 

საქართველოს პოლიტიკურ გარემოს ამჟამად განსაზღვრავს კოაბიტაციური რეჟიმი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ასევე, მოახლოებული 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.

 

მიმდინარე რეფორმები აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებში მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, კრიმინალური მართლმსაჯულების ლიბერალიზაციას, პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებას და საარჩევნო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებას.

 

უმნიშვნელოვანესია მედიის გამჭირვალეობისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

საქართველოს მთავარი ამოცანაა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების მოგვარება და ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება.

 

სამთავრობო პროგრამა: „ძლიერი, დემოკრატიული, გაერთიანებული საქართველო“ ადამიანზე ორიექტირებული პოლიტიკის გატარების კარგ საფუძველს იძლევა. ეკონომიკური განვითარების გეგმა კი ჯერ შემუშავების პროცესშია.

Country flag
Country map
სტატისტიკა
დედაქალაქი
თბილისი
მოსახლეობა
4.497 მილიონი
ფართობი (კვ.კმ)
69,700
მოსახლეობა
4,497.6
ენა
ქართული, აფხაზური
სიღარიბის მაჩვენებელი
9.2%
შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე
597.6 ლარი
ჰუმანური განვითარების ინდექსი
0.733
 

Sources: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ბიურო ჰუმანური განვითარების ანგარიში 2012/2013